გაკვეთილის გეგმა ,,ო როგორი ხარ შენ პეტერბურგო"


გაკვეთილის  გეგმა    რუსულ  ენაში
სახელმძღვანელო: გამომც.,,ინტელექტი“
ავტ.: მ.ლორთქიფანიძე  და სხვ. «Русский  язык». დ.ს. II
თემა

გაკვეთილის თემა.
«მივდივართ  სამოგზაუროდ.»

«როგორი  ხარ  შენ, პეტერბურგო?»

სწავლების  საფეხური

სწავლების  მე–2  წელი, VIII კლასი

მოსწავლის პროფილი

კლასში 7 მოსწავლეა, არ  არის  სსსმ  მოსწავლე.

გაკვეთილის
მიზანი

1.  იგებენ  წაკითხულ  ტექსტს.
2.  პასუხობენ კონსტრუქციების მიხედვით   დასმულ კითხვებზე.
3.  ცდილობენ  მეტყველებაში  კონსტრუქციის «Как называется...»  და  ჩვენებითი  ნაცვალსახელების  это, этот, эта გამოყენებას  შემდეგ  გამონათქვამებთან:
  • Скажите, пожайлуста!
  • Вы не скажите...?
  • Извините, вы не знаете...
გაკვეთილის  მნიშვნელობა  და მისი  აქტუალობა

  • გაკვეთილის თემა  დაეხმარება  მოსწავლეებს  მეტი  გაიგონ  პეტერბურგის, მის  ღირსშესანიშნაობების  შესახებ. 
  • მოსწავლეები  შეძლებენ  რუსეთის  კულტურული  მემკვიდრეობის  გაცნობას, რაც   დაეხმარება  მათ   რუსული  ენის  ცოდნის  მნიშვნელობის  გაგებაში.
  • შეძლებენ რუსულ ენაზე კომუნიკაციას მოგზაურობასთან დაკავშირებით, შეეჩვევიან საჭირო კონსტუქციების სწორად გამოყენებას , გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს ამ მიმართულებით.
კავშირი სხვა საგნებთან.

გეოგრაფია; ისტ. ისტორია

შედეგები  ესგ-ის შესაბამისად

            «კითხვა»                                  .II.1 -  .II.5;   
  «ლაპარაკი "   .II.7;  .II.8;
            «მოსმენა»                                 .II.15;.II.16;    .II.17 - .II.22;                                                
            «დიალოგის  კულტურა»           .II.23-24;   ;   .II.26-  .II.28;                                                                                     
            «სწავლის  სწავლება»                .II.29-  .II.30
            «პრაქტიკული გამოყენება»        .II.32 - .II.37;

საჭირო ცოდნა
მოსწავლეები კითხულობენ, იგებენ  ტექსტის შინაარსს. კონტექსტში შეუძლიათ მარტივ კითხვებზე  პასუხის  გაცემა. აქვთ  ელემენტარული გრამატიკული  ცოდნა.

რესურსები

  • სახელმძღვანელო;    
  • « მასწავლებლის წიგნი»;
  • დაფა, ცარცი, რვეული, კალამი, მარკერი; ფლიპჩარტი
  • კომპიუტერი, პროექტორი; ეკრანი
  • «რუსეთის“ რუკა.
  • .www.YouTube- ვიდეოფილმი: «Петербург-город Петра»


გაკვეთილის მსვლელობა










    
გამოწვევა - 10  წთ.
  • მისალმება.
  • საშინაო  დავალების  შემოწმება :
  • წერითი დავალების  შემოწმება  შემოვლით (№10  გვ.48  რვეული).
  • მოსწავლეები კითხულობენ  შესრულებულ  დავალებას,  კომენტარს  უკეთებენ  გამოყენებულ კონსტრუქციებს;
  • ერთი  მოსწავლე პარალელურად  ემზადება  დაფასთან  გრამატიკული  მასალის « Употребление мн.числа  прил.+сущ. « წესის  გამოყენების  შესახებ  წარმოსადგენად.                             კითხვები კლასს:
  • Какую тему  мы изучаем?
  • Что вы знаете уже по этой теме?
  • Чтобы вы ещё хотели знать о России?
  • В  каком городе вы бы хотели  побывать?
გონებრივი იერიში.
კითხვები კლასს:
  • Что вы  знаете о Петербурге?
  • Где находится Петербург? რუსეთის  რუკაზე  მუშაობა.

შინაარსის რეალიზება - 25  წთ.  

დავალება მოსწავლეებს:
  • ტექსტის  «Петербург - город  Петра» მოსმენა  და   მე-11 გვ.49  დავალების   შესრულება  რვეულებში (სწორი პასუხების  შემოხაზვა).
  • შესრულებული დავალების განხილვა;
  • ტექსტის  წაკითხვა  მოსწავლეების  მიერ და  უცნობი  სიტყვების  ამოწერა;
  • ტექსტის  გაგების  დონის  შემოწმება;
 (მოსწავლეები  მასწავლებლის  დახმარებით  თარგმნიან  ახალ  სიტყვებს, ხდება  ამ   სიტყვების  ჩაწერა  დაფაზე  და  ლექსიკონებში: течёт, уютный, Дворцовая, Самый,»Медный всадник»).
  • წაკითხვის დროს მოსწავლეები ინიშნავენ  კითხვებს,რომელსაც კითხავენ ჯგუფს;
(მოსწავლეები ცვლიან  კითხვებს და თითოეულ  მოსწავლეს უწევს სხვისი კითხვის პასუხის  გაცემა, რითაც ხდება როგორც იმის განსაზღვრა რამდენად სწორადაა შედგენილი კითხვა,  ასევე  რამდენად სწორად პასუხობს თვითონ. ავსებენ  ფლიპჩარტზე  მომზადებულ  ცნების  რუკას . 
  • ფილმის ჩვენება: ფილმის  ჩვენების  შემდეგ  გამოხატონ საკუთარი   შთაბეჭდილება  შემდეგი კონსტრუქციის გამოყენებით: « Мне  понравилась (лся)» + имен. пад.“
  • ფილმის  ჩვენება -8 წთ.;
  • 2-3 – მოსწავლის  შთაბეჭდილება;
  • მუშაობა წყვილებში, დიალოგის  შედგენა  და  გათამაშება.

(დაფაზე : გამოიყენეთ პასუხებში  კონსტრუქციები «Как называется ...»    და  ნაცვალსახელები  это, этот, эта  +
Скажите, пожайлуста!
Вы не скажите...?
Извините, вы не знаете...

გაკვეთილის შეჯამება












შეფასება
რეფლექსია- 10  мин.
  • გაკვეთილის  შეჯამება:
  • Что мы сегодня с вами  посмотрели и узнали?
  • Что вам понравилось,чтобы вы хотели узнать или увидеть?
  • საშინაო  დავალება:
  • ტექსტის  ხელახალი  წაკითხვა, ახალი  სიტყვების  მნიშვნელობის  დამახსოვრება;
  • დაწერეთ  ესსე  თემაზე: ,, Город  Петра ,,  მოცემული გეგმის მიხედვით:
  • Какие достопримечательности в Петербурге?
  • Что понравилось в фильме?
  • Чтобы они хотели ещё посмотреть?  
  • ვადგენთ  ესეს  შეფასების  კრიტერიუმებს.

  • მოსწავლეთა  შეფასება : (ფასდება  მოსწავლე, რომელიც პასუხობს  დაფასთან;
  • მოსწავლე, რომელმაც  კომენტირებას  უკეთებს  წერით  საშინაო  დავალებას;
  • 2  აქტიური  მოსწავლე.

No comments:

Post a Comment