ტრენინგის რეფლექსია

ჩემი პორტფოლიო 


                                                  ტრენინგის რეფლექსია 


     ისტ-ის კურსის გავლისას შევისწავლე ინფორმაციული და ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენება სასწავლო პროცესში,შევიმუშავეთ გაკვეთილის გეგმის ფორმები, გავეცანით XXI  საუკუნის უნარ-ჩვევათა ლექსიკას,  შევისწავლეთ საგაკვეთილო მიძნები,ბუნდოვანი,დავალებაზე ორიენტირებული მიზნები, სპეციფიკური -სწავლაზე ორიენტირებული მიზნები.სლაიდ შოუს სტრუქტურას,ინფორმაციის დიზაინს,რითაც შეიძლება მდიდარი, მრავალფეროვანი და დინამიური სასწავლო მასალის შექმნა და გამოყებება სასწავლო პროცესში. მათი გამოყენებით შესაძლებელია სასწავლო შინაარსი გავხადოთ ინტერაქტიული. შევიმუშავე შეფასების რუბრიკები.შევადგინე სასწავლო პროექტის გეგმა,პორტფოლიო.


    კურსის გავლა  საშუალება მომცა  სისტემატურად გამოვიყენო ისტ სწავლებაში, ეფექტური და ორგანიზებული სასწავლო გარემოს შესაქმნელად. შევძლებ მონაცემებისა და ინფორმაციის წყაროების გამოყენება და შერჩევა გაკვეთილების დაგეგმვისას, ისტ-ს საშუალებით გადავჭრა პრობლემა,შევქმნა ციფრული  მოდელები და მოვახდინო  მათი ავტორიზაცია.ხელს შეგვიწყობს კომუნიკაციისა და ინფორმაციის გაცვლა-გაზიარებაში. გამოვიყენო ციფრული მასალის ხელსაყრელი ფორმის მიღებისათვის და პრეზენტაციისათვის. 
    

No comments:

Post a Comment